ასოცირებული ტრიო – მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა

ჩვენ ხელახლა დავადასტურეთ სრული მზაობა, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ჩვენი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს, – ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა.

ასოცირებული ტრიოს სახელმწიფოები მოუწოდებენ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს სამი ქვეყნის სუვერენულ არჩევანს ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა“ – აღნიშნულია ასოცირებული ტრიოს ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიასოცირებული ტრიო – რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და ანექსიის მცდელობები, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტი მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა