ასობით ათასი ადამიანი ამ წუთებში სტამბოლში, თურქეთში, ქუჩებში გამოდის, რათა გააპროტესტოს ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავება.
იმამოღლუ დღეს თურქეთის პოლიციამ კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
სტამბოლის პარალელურად, დღეს თურქეთის პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დედაქალაქ ანკარაში პოლიციასთან შეტაკებები უკვე დაფიქსირდა.