ასლან ბჟანიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

„დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩვენი რესპუბლიკა დიდი პრობლემების წინაშე. აფხაზეთის ხელმძღვანელობა – აფხაზეთის „პრეზიდენტი“, აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტი“, „პრემიერ-მინისტრი“, მთავრობის „წევრები“ ადგილზე არიან, იქნებიან და გააგრძელებენ მუშაობას. გთხოვთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, მე აქ ვარ და გავაგრძელოთ მუშაობა. ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ამ მოვლენების შედეგები აღმოვფხვრათ. მადლობა მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ბჟანია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბჟანია გადადგომის მოწოდებას დათანხმდა.

banner
წინა სტატიაშიქეთი ბაკარაძე: აფხაზები ძლიერი, კარგად განვითარებული და პრინციპული სამოქალაქო საზოგადოებით არიან წარმოდგენილნი
შემდეგი სტატია“მხარს ვუჭერთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას… გავზრდით მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის”-რასა იუკნევიჩიენე