ასლან ბჟანიამ ბაშარ ასადი აფხაზეთში დაპატიჟა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სირიაში ვიზიტი დღეს დაასრულა. სირიის პრეზიდენტმა ბჟანიას რეზიდენციაში, სადაც დე-ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია იყო განთავსებული, საკუთარი მანქანით მიაკითხა და ის რესტორანში დაპატიჟა – აფხაზური მედია ავრცელებს. ასლან ბჟანიამ ბაშარ ასადი აფხაზეთში დაპატიჟა, რომ “აქტიურად განავითარონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები”.

“მე ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ უკვე მენატრება ეს ლამაზი ქვეყანა” – სირიის პრეზიდენტმა უთხრა დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სირიაში 17 მაისიდან იმყოფება.

banner
წინა სტატიაშითბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი მაესტროს სანტიაგო ლუსარდი ჟირელის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს