ასლან ბჟანია: ჩვენ გვაქვს ფანჯარა მსოფლიოში, რუსეთის ფედერაციის გავლით

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად უშლის ხელს აფხაზეთს სახელმწიფოებრივი სტატუსი, რომელსაც არ აღიარებენ: “ჩვენ ამას, როგორც შექმნილ რეალობას ისე ვუყურებთ. დიახ, ეს ართულებს ჩვენს ცხოვრებას. ცხადია, რომ იგივე აეროპორტი დიდი ხნის ამუშავებული იქნებოდა, რომ არა საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების პოზიცია. ჩვენ ყველასთან მეგობრობა გვსურს, ჩვენს შვილებსაც სურთ წავიდნენ, მაგალითად ათენში ან რომში, ნახონ, როგორ იქმნებოდა ცივილიზაცია. ჩვენ ასეთი შესაძლებლობა არა გვაქვს. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ასე სწორია და სამართლიანია. ჩვენ ასე არ ვთვლით. მაგრამ ამის გამო ძალიანაც არ ვდარდობთ, არ ვკომპლექსდებით. ჩვენ გვაქვს ფანჯარა მსოფლიოში, ფანჯარა ევროპაში რუსეთის ფედერაციის გავლით. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსეთთან გვაერთიანებს კულტურული და სულიერი სივრცე. და არ შეიძლება ეს არ გვახარებდეს” – ასლან ბჟანიამ რუსულ “არგუმენტი ი ფაკტისთან” ინტერვიუში თქვა.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა ბელორუსს თვითმფრინავის დასმასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაშუახევი ჰესთან დაკავშირებით კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ ოფიციალური განცხადება