ასლან ბჟანია: “აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის საქართველოსთან ან სხვებთან განხილვას არ ვაპირებთ”

“აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის საქართველოსთან ან სხვებთან, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, განხილვას არ ვაპირებთ” – აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ “არგუმენტი ი ფაქტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“სამწუხაროდ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი არა აქვს მოწერილი, ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ, ვერ ხედავენ ისეთ სახელმწიფოს, როგორიც აფხაზეთია. ამიტომ ჩვენ არა გვაქვს არანაირი საერთაშორისო კონტაქტი. არის მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებები, რუსეთის მონაწილეობით. ხაზს გავუსმევ: აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესახებ საკითხის განხილვას არ ვაპირებთ არც საქართველოსთან და არც სხვა ვინმესთან. ის განსაზღვრულია ხალხის მიერ. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს თემა ჩვენთვის სამუდამოდ დაკეტილია. საქართველოსთან საზღვარზე უსაფრთხებას აფხაზი და რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ. იქ აშენებულია რამდენიმე თანამედროვე სასაზღვრო ქალაქი, ისინი რუსეთის სასაზღვრო ძალების გამორჩეული ნაწილები არიან. საზღვარზე პროვოკაცია ძალიან იშვიათია, მას არანაირი აზრი არა აქვს” – ასლან ბჟანიამ ასე უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენად უშლის ხელს აფხაზეთს სახელმწიფოებრივი სტატუსი, რომელსაც არავინ აღიარებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბელორუს ოპოზიციონერს “მასობრივი არეულობების” მოწყობის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრემიერი პროტასევიჩის ვიდეოს ნახვის შემდეგ: ბელორუსის მოქმედებებს შედეგები მოყვება