ასკანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება

თბილისის ძველ უბანში, ასკანის მე-2 შესახვევის #5-ში, წუხელ ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამსართულიანი სახლის 120 კვ.მ. ფართობი დაიწვა. მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგეობის ძალისხმევით, ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ოჯახი დროებით სასტუმროში განთავსდა.

მათივე ცნობით, დაზარალებულებს დახმარებას თბილისის მერია გაუწევს.

banner
წინა სტატიაშიფატუ ბენსუდა: ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა