26.6 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ასი ყალბი ასლარიანის გასაღებისთვის აჭარაში ერთი პირი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, გაასაღა საერთო ჯამში 7 400 აშშ დოლარის ოდენობის 74 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიფინანსური დავის გამო კაცი მანქანით გაიტაცეს, მაგრამ მან საბარგულის გახსნა და გაქცევა შეძლო – შემთხვევა მარნეულში
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება