“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდას ეხმაურება. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის აღიარება, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები უკონტროლოა.
“დღეს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები არის უკონტროლო. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 0.25 პროცენტული პუნქტით ეს არ არის უბრალოდ მშრალი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ პირდაპირი დარტყმა საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეზე, რომელთა სესხიც მიბმულია პირდაპირ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე და შემდეგი გადახდისას უკვე გაზრდილი ყოველთვიური შენატანის გადახდა მოუწევთ.
მესამე, ეროვნული ბანკი ებრძვის სიმპტომს და არა დაავადებას. ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ის, რის გამოც ინფლაცია ხდება ხოლმე ნორმალურ ვითარებაში, იმ ვითარებაში, რაშიც ჩვენ ვართ არ არის ასეთი ვითარება, ანუ ჩვენს მოქალაქეებს ჭარბი ფული დღეს ხელში არ უჭირავთ და ამიტომ კი არ არის ინფლაცია გაქცეული, არამეს ინფლაცია გაგვირბის იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ფასი იზრდება იმიტომ, რომ იმპორტზეა დამოკიდებული, ყველა სახელმწიფო სერვისზე ფასი გაძვირებულია და ჩვენი მოქალაქეები ორჯერ და სამჯერ მეტს იხდიან ნებისმიერ სახელმწიფო სერვისში და კომუნალური გადასახადების ფასი გაზრდილია პირველი აპრილიდან მოყოლებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი, პლუს ინფლაციური მაჩვენებელი ჯამში ქმნის იმ არასტაბილურ გარემოს, რომლის კონტროლიც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხის გაძვირებით და არა იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადასადგმელი აქვთ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ შეღავათი ამ ურთულეს ვითარებაში – გააუქმონ დროებით აქციზი საწვავზე და დაწიონ დღგ-ს გადასახადი სასურსათო პროდუქტებზე. ამის მაგივრად, ისევ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ თავიანთი ჯიბიდან გადაიხადონ ფული ხელისუფლების უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც აღარიბებს ამ ქვეყანას”,_ აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
















