აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებსსაფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“უკანასკნელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, ვის მიერაც არ უნდა იყოს განხორციელებული – ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების, მხარდამჭერებისა თუ ცალკეული ადამიანების, აჩვენა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთში მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართალია ტერაქტების უშუალო საფრთხე საფრანგეთში მოხსნილია, თუმცა ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება.

banner
წინა სტატიაშიხაკერული თავდასხმის შემდეგ „კარფურის“ საიტზე შემდეგი შინაარსის ტექსტი გაჩნდა
შემდეგი სტატიავიდეორგოლი საკმაოდ პოპულარული გახდა და მას ათასობით ნახვა აქვს