აშშ-ის ვიზების გაცემის პირობები გამკაცრდება

newsnews
ავტ.: newsnews ივნისი 1, 2017 15:00

აშშ-ის ვიზების გაცემის პირობები გამკაცრდება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახალი წესების მიხედვით, შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად აუცილებელი იქნება მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საუბარია ხუთწლიან პერიოდზე.

ამავე დროს, ვიზის მიმღები ვალდებული იქნება, ხელისუფლებას ბოლო 15-წლიანი პერიოდის ბიოგრაფიული მონაცემები დეტალურად წარუდგინოს.

ახალი წესების მიხედვით, საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ში გამგზავრების მსურველს მოსთხოვენ ყველა ძველი პასპორტის ნომრებს, ასევე სახელებს, რომლითაც ისინი სოციალურ ქსელებში არიან დარეგისტრირებულები. ასევე, ანკეტაში აუცილებელი იქნება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მოქალაქის მიერ დაკავებული თანამდებობების, მის სახელზე რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტების, ტელეფონის ნომრებისა და საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ ცნობების ჩამოთვლა.

მართალია, ანკეტაში ამ პუნქტის შევსება სავალდებულო არ არის, თუმცა ამავე დროს აღნიშნულია, რომ შესაძლოა ამან ზემოქმედება იქონიოს ვიზის გაცემაზე. ახალი ანკეტის შევსება ვიზის მიღების მსურველებს მინიმუმ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოუწევთ.

newsnews
ავტ.: newsnews ივნისი 1, 2017 15:00