აშშ ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებას აპირებს – ამის შესახებ CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
ნავთობტანკერს ამერიკული ძალები ჯერ კიდევ დეკემბერში აედევნენ. ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ვენესუელელმა მაღალჩინოსნებმა ტანკერებზე შეიარაღებული პირების განთავსების ვარიანტიც განიხილეს. წყაროების ცნობით, აღნიშნული დისკუსიები აშშ-ს მიერ მადუროსა და მისი ცოლის დაკავებამდე გაიმართა.
CBS-ის ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო რეესტრის სიაში წერია, რომ ტანკერი Marinera-ს რეგისტრაცია სოჭის პორტში მოხდა. ხოლო გამოცემა New York Times აქამდე წერდა, რომ რუსეთის მთავრობამ აშშ-ს ოფიციალურად სთხოვა, შეწყვიტოს ხომალდის დაკავების ყველანაირი მცდელობა.















