25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს”- ალან პერსელი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა, ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა:

„სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით — დაწყებული თავდაცვისა და სამართალდამცავი სექტორებიდან, დასრულებული ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებით. ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის“.

დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყნის ერთიანობას:

„რაც ყველაზე მთავარია, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში… ჩვენ უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ იმ ქართველ და ამერიკელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ამ საერთო სამსახურში — ეს არის მსხვერპლი, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ჩვენს ერებს“.

banner
წინა სტატიაშიOHCHR-ი ანგარიშში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს
შემდეგი სტატიაროგორ მოვიქცეთ სხეულზე ტკიპის აღმოჩენისას? – რეკომენდაციები