აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social წერს, რომ აშშ უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალისთვის თანხას ევროპისგან მოითხოვს.
“მოღალატე ნაძირლებისთვის, რომლებიც ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობენ, საშუალო და მაღალი დონის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად ულიმიტო რაოდენობა გვაქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე შეგვიძლია გამოყენება ამ ან სხვა ნებისმიერი ომისთვის (რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა!), რომელიც დაბალი ალბათობით შეიძლება მოხდეს. დამატებით, საბრძოლო მასალას მაღალ დონეზე ვაწარმოებთ, ვიდრე ოდესმე. მარაგს ვაგროვებთ და ვემზადებით ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, რომელიც შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის ვიღებთ მას, აშშ-სთვის, სხვებისთვის გაყიდვის ნაცვლად, მაგრამ მოკავშირეებისთვის გაყიდვები მალე კვლავ დაიწყება. ასევე, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა უკრაინას, მათთვის ყოველგვარი საფასურის გარეშე, ვიდრე ჩვენ ირანში გამოვიყენეთ. ასობით მილიარდი დოლარი გადაეცა უკრაინასა და NATO-ს, უფასოდ, რისთვისაც ევროპას უნდა გადაეხადა – ვინმეს რომ მოეთხოვა, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ ამ ფულს, თუნდაც გარკვეულწილად დაგვიანებით!”,- წერს ტრამპი.








