5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

აშშ-უკრაინის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მოლაპარაკებებისთვის

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, – როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს ჟენევაში გშეხვდება.

ზელენსკის ცნობითვე, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში შედგება.

„პირველი საკითხი კეთილდღეობის პაკეტი ანუ უკრაინის აღდგენის პაკეტი იქნება და ისინი დეტალებს განიხილავენ. მეორე საკითხი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადებას შეეხება და ვფიქრობ, იგი მარტის დასაწყისში გაიმართება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დღეს ჟენევაში გაიმართება
შემდეგი სტატია183 შეკვრა დაფასოებული ნარკოტიკი – თბილისში ირანის მოქალაქე დააკავეს