აშშ უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს, მაგრამ არა მექსიკის გავლით – Associated Press

„ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს, თუმცა არა მექსიკის გავლით,“ – ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

ახალი პროგრამა გაამარტივებს ლტოლვილთა განაცხადების მიღებას და შემდგომ მის განხილვას. ამასთან, ახალი გადაწყვეტილება არ ეხება იმ პირებს, რომლებიც შტატებში მოხვედრას მექსიკის გავლით ეცდებიან.

აშშ აცხადებს, რომ ის ელოდება 100,000-მდე ლტოლვილის მიღებას უკრაინიდან. დაახლოებით 15,000 ლტოლვილმა უკვე მოახერხა მექსიკის გავლით აშშ-ში მოხვედრა.

ეს არის მორიგი ნაბიჯი იმისა, რომ შტატები ასრულებს თავის ვალდებულებას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს. ყველაზე მეტი ლტოლვილი სწორედ ამ ქვეყნებმა მიიღეს.

„ვამაყობთ, რომ ვასრულებთ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, მივესალმებით ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შემოსვლას“, – აცხადებს შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეა -NDI
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი მხარდაჭერა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს