აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, $200 მილიონიან პაკეტს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შტატები უკრაინას 200 მილიონ დოლარის უსაფრთხოების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ოსტინმა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-16“) შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში იმართება.

„მე ვამაყობ, რომ შეერთებული შტატები გამოაცხადებს უკრაინის უსაფრთხოების უახლეს პაკეტს, რომლის ღირებულებაა 200 მილიონი აშშ დოლარი“, – აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, ახალ პაკეტში შედის AIM-9 ჭურვები ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელსაც აშშ მალე უკრაინაში გაგზავნის.

ახალი დახმარება ასევე მოიცავს დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალას და რაკეტებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და აღჭურვილობას.

banner
წინა სტატიაშიყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაპალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1 055 ადამიანი დაიღუპა და 5 100-ზე მეტი დაიჭრა