აშშ უკრაინას ძალიან მოკლე დროში გადასცემს მეტ დახმარებას უსაფრთხოებისთვის – ფსაკი

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი დიქტატორის მიერ იტანჯება, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ მუშაობს უკრაინელ სამხედროებთან, რათა მიაწოდოს მათ ის შეიარაღება, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ჯენ ფსაკის თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უსაფრთხოების დახმარების მომდევნო რაუნდს ძალიან მოკლე დროში გამოაცხადებს.

“უკრაინელებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ზუსტად განვსაზღვროთ უსაფრთხოების სფეროში რა სახის დახმარება სჭირდებათ ომის ამ ეტაპზე. ეს მოიცავს არტილერიისა და საბრძოლო მასალების მიწოდების გაზრდას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი უყურებს ყველა კადრს, როგორც მე და ყველა ამერიკელი. ეს ძალიან ემოციურია, რადგან ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან დიქტატორის მიერ, რომელიც სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მოსახლეობას”, – თქვა ჯენ ფსაკიმ.

banner
წინა სტატიაშიბოროდიანკაში კიდევ 9 გარდაცვლილის, მათ შორის 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება