აშშ უკრაინას დამატებით 750 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 750 მილიონით დაეხმარება, საუბარია სამხედრო დახმარებაზე. სააგენტო ინფორმაციას ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დახმარების შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ ის დღეს გახდება ცნობილი.

კონგრესის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ დახმარება სავარაუდოდ, მოიცავს უკრაინისთვის მძიმე სახმელეთო საარტილერიო სისტემების გადაცემას, მათ შორის ჰაუბიცების მიწოდებას.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ქონებრივი დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და საბაჟო წესის დარღვევის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბრიტანული დაზვერვა – გენერალ დვორნიკოვის დანიშვნა ცხადყოფს, თუ როგორ აიძულა უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და ომის არაეფექტურმა დაგეგმვამ რუსეთი თავისი მიზნები გადაეფასებინა