აშშ უკრაინას დამატებით 155 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით უკრაინას დამატებით 155 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

რესურსი მიმდინარე წლის რამდენიმე ძირითად საკითხს მოხმარდება, მათ შორის, 34 მილიონი ეკონომიკის ზრდას და უკრაინელების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას – პანდემიასთან ბრძოლას, სოფლის მეურნეობისა და ფინანსური ორგანიზაციების მხარდაჭერასა და ინვესტიციების მოზიდვას.

14 მილიონი დოლარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა მოხმარდეს, 63 მილიონი – ადამიანის უფლებების დაცვასა და სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობას, იმ პირებისთვის, რომლებიც აგრესიისგან დაზარალდნენ, ასევე, ფინანსები მიემართება ობიექტური ინფორმაციის მიღებისკენ იმისთვის, რომ დეზინფორმაციას ებრძოლონ და უკრაინის ძალისხმევას ევროინტეგრაციისკენ მხარი დაუჭირონ. 44 მილიონი დოლარი სასამართლო რეფორმებისთვის არის განკუთვნილი – უკრაინული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – გიორგი ვაშაძეს მე პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს