აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს,- ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დახმარება NASAMS-სა და HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალების, ასევე საარტილერიო ჭურვებსა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს მოიცავს.

425 მილიონი დოლარიდან 125 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა, თავდაცვის დეპარტამენტიდან, 300 მილიონი კი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ აშშ-მ უკრაინას 44.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიიაპონია ღაზას 65 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
შემდეგი სტატიაReuters – ისრაელის თავდაცვის ძალებმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი დაბომბა