აშშ თურქეთს სანქციებით ემუქრება თუკი ის რუსულ სარაკეტო კომპლექსს იყიდის

აშშ თურქეთს მოუწოდებს რუსული სარაკეო კომპლექს С-400-ის ყიდვისგან თავი შეიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარას წინააღმდეგ, შესაძლებელია ამერიკამ სანქციები დააწესოს – თურქული Haberturk-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ შეშფოთებულია შექმნილი მდგომარეობით და იმედოვნებს, რომ რუსული С-400-ის ყიდვა ნეგატიურად აისახება ნატოსთან ურთიერთობაში, ამასთანავე, გაზეთის წყარო ამბობს, რომ ამერიკა შეეცდება თურქეთს კარგი ალტერნატივა შესთავაზოს, რომ ამ უკანასკნელმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გააძლიეროს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ადრე განაცხადა, რომ თურქეთის მისამართით მუქარები დაუშვებელია და აღნიშნა, რომ თურქეთი ზენიტური რაკეტების ყიდვას ნატოს პარტნიორებისგან აპირებდა, “თუმცა მათ ყოველთვის რაღაც პრობლემა აქვთ”, რომლის შემდეგადაც თურქეთმა რუსეთთან დაიწყო მოლაპარაკება.

С-400-ს დანიშნულებაა ავიაციის განადგურება 30 კმ-ის სიმაღლესა და 400 კმ-ის რადიუსზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატზე გულშემატკივრებს ნარკოტიკებით მისვლა შეუძლიათ
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში ქალებს ჯარში მსახურების უფლება მისცეს