აშშ თურქეთს რუსულის სანაცვლოდ საკუთარ სარაკეტო კომპლექსს სთავაზობს

აშშ-მ თურქეთს რუსული ზენიტური კომპლექსის სანაცვლოდ, საკუთარი შეიარაღების სისტემა შესთავაზა -ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკული სარაკეტო კომპლექსის ყიდვა თურქეთს საშუალებას მისცემს ნატოს სტანდარტებით შეიარაღდეს. “ახლა კი ის ხდება, რომ ერთ რაიონში შეუთავსებელი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ექნებათ. ეს კი, არც თუ ისე კარგად პასუხობს ნატოს ინტერესებს” – განაცხადა მეტისმა.

9 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა რუსეთისგან С-400 “ტრიუმფს” შეიძენს იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს რუსეთს სანქცია დაუწესა.
ანკარასა და მოსკოვს შორის შესაბამისი ხელშეკრულება 2017 წლის სექტემბერში დაიდო.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთში ვენესუელას ნაკრების წევრი თავში ტყვიის სროლით მოკლეს
შემდეგი სტატიააშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველო სირიაში ასობით დაღუპულ რუსზე საუბრობს