აშშ – თუ მოსკოვი უკრაინას თავს დაესხმება, რუსეთის საზღვრებთან NATO-ს მეტი ძალები განთავსდება

აშშ-ს ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გარდა, NATO უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდის და მათი ძალები რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს განლაგდებიან.

“თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც შესაძლებელია მოხდეს, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მზად ვართ მძიმე საზღაურის დასაწესებლად, რაც დააზიანებს რუსეთის ეკონომიკას, ასევე ვიზამთ სწორედ იმას, რაზეც რუსეთი ამბობს, რომ არ სურს – NATO-ს მეტი შესაძლებლობები, და არა ნაკლები, უფრო ახლოს განთავსდება რუსეთთან და არა შორს”, – თქვა აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა 23 დეკემბრის ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა