აშშ “თიბისი ბანკის” საქმის მსვლელობას ყურადღებით აკვირდება – აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი TBC-ზე

აშშ “თიბისი ბანკის” საქმის მსვლელობას ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდიმ გააკეთა. თუმცა მან თავი შეიკავა მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის შეფასებისგან. თქვა მხოლოდ ის, რომ საქმე, რომელიც “თიბისის” უკავშირდება გავლენას ახდენს ახდენს საქართველოში ბიზნეს გარემოსა და ინვესტიციებზე.

„შეერთებული შტატები დიდი ხანია უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. წერილთან დაკავშირებით კი კომენტარს ვერ გავაკეთებ. მესმის, რომ ის საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოძიების საგანს წარმოადგენს. რაც შეეხება “თიბისი” ბანკს, ჩვენ ვაგრძელებთ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას და მიგვაჩნია რომ მისი განხილვის გზები და შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოში ბიზნეს გარემოსა და ინვესტიციებზე,“-განაცხადა ელიზაბეტ რუდიმ.

banner
წინა სტატიაშისაპენსიო ფონდი – ლევან სურგულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მყარი არგუმენტები წარუდგინა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი