აშშ “თეთრ ჩაფხუტებს” 6 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ 6,6 მილიონ დოლარს გამოუყოფს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც სირიის მთელს ტერიტორიაზე ომისგან დაშავებულებს ეხმარებიან და მონიტორინგს უტარებენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს – არაბული მედია ავრცელებს. “თეთრი ჩაფხურები” დიდ ბრიტანეთში ბაზირებული ორგანიზაციაა და სირიელებისგან შედგება, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ. ორგანიზაცია დასავლეთის დოტაციებით არსებობს.

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტი დააფინანსებს სირიაში მომხდარი დანაშაულებების დამოუკიდებელ გამოძიებებს.
მაისში გავრცელდა, რომ აშშ-მ “თეთრი ჩაფხუტების” დაფინანსება შეწყვიტა. ორგანიზაციის მუშაობას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს. მათდამი უნდობლობა განსაკუთრებით ამოტივტივდა მას შემდეგ, რაც აპრილში დუმაში ქიმიური იარაღის გავრცელების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ბაშარ ასადისადმი საპასუხო ზომად სირიაში სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერებმა დაადგინეს, რომ რელიგია სიცოცხლეს ახანგრძლივებს
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინმა პუტინს პირადი წერილი გაუგზავნა