აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ელისა სლოტკინი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას

აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ელისა სლოტკინი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას

Elissa Slotkinვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველო გახდა თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. „ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, რომ ეხმარებოდა საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ასევე ამაყი ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში საქართველო იყო აშშ-ის მტკიცე პარტნიორი ერაყსა და ავღანეთში“.
ელისა სლოტკინმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ იგი პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს მშვიდობის განმტკიცებისთვის ბრძოლის საქმეში.
აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას. „ჩვენ ვმუშაობთ ქართული არმიის გაძლიერებასა და საკვანძო რეფორმების გატარებაზე.“
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას 900-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე. აშშ-ს მხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობასა და „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას სკანდალური განცხადება, ბესელიას ზარი ტუალეტიდან მოსამართლე ტურავასთან