აშშ „თალიბანის“ ახალი მთავრობით შეშფოთებულია

შეერთებული შტატები „თალიბანის“ მიერ წარდგენილი ახალი მთავრობის შემადგენლობით შეშფოთებულია.

„აღვნიშნავთ, რომ გამოცხადებული სახელების სია შედგება ექსკლუზიურად იმ პირებისგან, რომლებიც „თალიბანის“ წევრები ან მათთან დაახლოებული პირები არიან, მასში ქალები წარმოდგენილი არ არიან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი პიროვნების კავშირებითა და ნამოქმედარით,“- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები “თალიბანს“ განსჯის თავისი ქმედებების და არა სიტყვების მიხედვით.

”ვიმეორებთ ჩვენს მკაფიო მოლოდინს: „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ავღანეთის მიწა სხვა ქვეყნებისთვის საფრთხის შესაქმნელად არ უნდა გამოიყენონ. მსოფლიო ყურადღებით აკვირდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 918 თბილისში გამოვლინდა, 414 იმერეთში, 242 კახეთში
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – სააკაშვილს სერიოზულად საკუთარ გუნდშიც არ აღიქვამენ