8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ პრიორიტეტი დიპლომატიას მიენიჭება” – აბას არაღჩი

“აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ პრიორიტეტი დიპლომატიას მიენიჭება”, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს, მივაღწიოთ უპრეცედენტო შეთანხმებას, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ითვალისწინებს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

მისი თქმით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს „სამართლიანი შეთანხმების უმოკლეს ვადაში მიღწევის მიზნით“ განაახლებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 26 თებერვალს, ჟენევაში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მეცხრე ომის დასასრულებლად” – ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე
შემდეგი სტატიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია – დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა