აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის

აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის- განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველო არის ერთგული და მტკიცე პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენ ეს წლების განმავლობაში დავამტკიცეთ. ასევე ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც უკავშირდება ჩვენს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, არის საინტერესო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, გამოირჩეოდა ძალიან გულთბილი, მეგობრული ატმოსფეროთი, რომლის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას ჰქონდა შესაძლებლობა სრულად განეხილა ჩვენს დღის წესრიგში არსებული საკითხები, მიგვეღო ძალიან მტკიცე გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის, არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ ოფისში მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. შედგა საუბარი, შედგა გაცვლა მოსაზრებების. ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები გადადის კიდევ უფრო ახალ ეტაპზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშივინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, იმის მიხედვით კანონის გამოყენება არ შეიძლება-ბესელია ლუჟკოვის ვიზიტზე
შემდეგი სტატიამეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან