“დეკემბრის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური სანქციების რეჟიმს მიიღებენ” – ამის შესახებ განცხადება ტვ პირველის ეთრში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა გააკეთა.
მესამე სექტორის წარმომადგენლის განმარტებით, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალება, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ხალხთა სია მოამზადოს, რომლებიც საქართველოში არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართულები.