აშშ სომხეთში მხარეებს მოუწოდებს მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებებისკენ

აშშ სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის ძალისხმევას, ახლანდელ მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გაიმართოს, მხარს უჭერს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის – 28 აპრილს სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“შეერთებული შტატები სომხეთში სიტუაციას ისევ თვალყურს ადევნებს. როგორც სომხეთის მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ მოლაპარაკებებისკენ და კონსტიტუციის შესაბამისად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისკენ, ასევე, მიაღწიონ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა სომეხის ინტერესს შეესაბამება. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სარქისიანის და მისი კანცელარიის ძალისხმევას მხარეებს შორის დიალოგი გაიმართოს” – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთში 13 აპრილის შემდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება.

banner
წინა სტატიაშიბაქოში Trump Tower-ში ხანძარი უკვე მეორედ ჩააქრეს
შემდეგი სტატიაბილ გეიტსი ვაქცინის შესაქმნელად 12 მილიონს გაიღებს