აშშ სირიეელი ქურთების შეიარაღებას განაგრძნობს

აშშ და კოალიციის ქვეყნები განაგრძნობენ სირიაში ყველაზე საიმედო მოკავშირის, ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების ,,სირიის თავდაცვითი ძალების,, (SDF) შეიარაღებას.
დამოუკიდებელი სირიული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ გასული დღეების განმავლობაში SDF-ს 100 ერთეული Humvee-ს ტიპის საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა მიაწოდა.
აღსანიშნავია, რო სირიის სამოქალაქო ომის დაწყების დღიდან, ადგილობრივი ქურთები, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან, აშშ-სა და დასავლეთის კოალიციის მოკავშირედ ითვლებიან. ქურთებმა ასევ ყველაზე ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიეს ,,ისლამურ სახელმწიფოს,, და მის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ამჟამად ,,სირიის თავდაცვითი ძალები,, (SDF) ქვეყნის სერიოზულ ტერიტორიას აკონტროლებენ, რომელიც თვად ქურთული პროვინციის ფარგლებსაც კი სცილდება. აშშ და კოალიციის ავიაცი, SDF-ს რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმებისაგან დიდი ხანია იცავენ.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია რუსეთის გენპროკურორს შეხვდა
შემდეგი სტატია სააკაშვილი: პატარკაციშვილმა უკრაინის რევოლუცია დააფინანსა