აშშ სირიაში ოპოზიციის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს

აშშ სირიაში ამბოხებული ოპოზიციის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს – შემთხვევა 24 ნოემბერს ალეპოს ჩრდილო-დასავლეთით მოხდა. ის, რომ ქიმიური შეტევის ავტორები, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაშავდა, ოპოზიციონერი ამბოხებულები და ვინმე “ექსტრემისტული დაჯგუფებები” იყვნენ, ბაშარ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, რომელსაც მხარი დაუჭირა მოსკოვმა – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილის, რობერტ პალადინოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 7 დეკემბერს გამოაქვეყნა.
როგორც პალადინომ გაავრცელა, ამერიკის მთავრობა მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაციას ფლობს, რომელიც იმას ადასტურებს, რომ ქიმიური იარაღი რუსმა და სირიელმა სამხედროებმა გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ პროსამთავრობო ჩინოვნიკები მაშინათვე გაჩნდნენ რაიონში, სადაც შეტაკება მოხდა. ეს, სავარაუდოდ, მათ იმის საშუალებას მისცემდათ, რომ ნიმუშები გააყალბონ მანამდე, სანამ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის კომისია ჩავა – განაცხადა პალადინომ – “ამერიკის ხმა” წერს.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიდის.

banner
წინა სტატიაშიCNN: თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ამ დღეებში გადადგება
შემდეგი სტატიასომხეთის ექს-პრეზიდენტი ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს