შრი-ლანკაში აშშ-ს ელჩმა შესაძლო თავდასხმების შესახებ გააფრთხილა ადგილობრივი მთავრობა. “მიმდინარე დაკავებებით უზარმაზარი პროგრესია მიღწერული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისოტრია არ დასრულებულა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი შეტევების დაგეგმვა აქტიურად მიმდინარეობს” – 30 აპრილს ალაინა ტეპლიცმა განაცხადა.
შრი-ლანკაში ტერაქტების სერია 21 აპრილს მოხდა, როცა კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობდა. თავდასხმების შედეგად 250-მდე ადამაინი დაიღუპა, მათ შორის, 40-მდე უცხოეთის მოქალაქე. დაშავდა 500-ზე მეტი პირი.