აშშ-ში16 წლის მანძილზე პირველად სიკვდილით დასჯა აღადგინეს

აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში სიკვდლით დასჯა აღადგინა. განაჩენს სისრულეში მოიყვანენ 16 პატიმართან მიმართებაში, რომელთა საქმეებსაც გასაჩივრების ვადები ამოეწურათ. შტატების გენერალური პროკურორის განცხადებით, მან 5 საქმესთან დაკავშირებით განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ განკარგულება უკვე გასცა. პატიმრები მკვლელობისთვის, ბავშვებისა და მოხუცების გაუპატიურებისთვის იხდიან სასჯელს.

განაჩენი 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრის პერიოდში მოვა აღსრულებაში – “ბიბისი” წერს.
აშშ-ში გარკვეული სასამართლო საქმეები განიხილება ფედერალურ, გარკვეული კი შტატების დონეზე. ფედერალური სასამართლოები განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაულებს იღებენ წარმოებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გამოფენაზე სირიაში გამოყენებული კასეტური ბომბები გამოიტანა, რომლის ქონასაც მანამდე უარყოფდა
შემდეგი სტატია27 ივლისს სამტრედიაში ცნობილი რეპერების მონაწილეობით “ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი” გაიმართება