აშშ-ში ვარცხნილობა “ჩიტის ბუდეს” შემქმნელი გარდაიცვალა

ამერიკელი სტილისტი, მარგარეტ ვინჩი ჰელდი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვარცხნილობა “ჩიტის ბუდე” შექმნა, 89 წლის ასაკში ქალაქ ელმხერსტში გარდაიცვალა.
ჰელდმა ვარცხნილობა 1960-იან წლებში გამოიგონა, როცა მას “ნამდვილად რაიმე საოცარის” შექმნა სთხოვეს მოდური ჟურნალისათვის.
ახალმა სტილმა მაღალი ვარცხნილობით მალე მოიპოვა პოპულარობა, მათ შორის მომღერლებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებში. გასული საუკუნის 60-იან წლებში “ჩიტის ბუდეს” ატარებდნენ აშშ-ს პირველი ლედი ჟაკლინ კენედი და მსახიობი ოდრი ჰეპბერნი, მოგვიანებით – ემი ვაინჰაუსი და ბიონსე.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ტალინში ესტონეთის იუსტიციის მინისტრს ურმას რეინსალუს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთის ჯარში მოულოდნელად საომარი მზაობა შემოწმდა