აშშ-ში უფლებადამცველებმა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დაიწყეს

ამერიკულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების კამპანია დაიწყეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ტრამპს საკუთარ ბიზნესთან ისევ აქვს კავშირი, რაც ინტერესთან კონფლიქტს იწვევს.
კამპანია მაშინ დაიწყო, როცა ტრამპი ფიცს დებდა. როგორც კაპმანია Impeach Trump Now-ს განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მიზეზია თეთრი სახლის ხელმძღვანელისა და მისი ბიზნესის ინტერესთან კონფლიქტი. მას ორი არაკომერციული და არაპარტიული ორგანიზაცია Free Speech for People და RootsAction-ი აწარმოებს.

ერთდროულად ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ პეტიცია, რომელსაც ბრალს “ჰომოფობიაში, რასიზმში, ქსენოფობიასა და სექსიზმში” სდებენ, Change.org-ზეა გამოქვეყნებული. დღეს შუადღის მონაცემებით, მას ხელი უკვე 21 ათასმა ამერიკელმა მოაწერა.
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გუშინ შედგა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პარლამენტმა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის შესწორებების პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიატრამპის დეკლარაციის გამოქვეყნების მოთხოვნით პეტიცია შედგა