აშშ-ში უარყვეს ხმები რუმინელი ჰაკერის ციხეში გარდაცვალების შესახებ

კლინტონის ფოსტის გამტეხავი ჰაკერი ციხის კამერაში მკვდარი იპოვეს

კლინტონის ფოსტის გამტეხავი ჰაკერი ციხის კამერაში მკვდარი იპოვესრუმინელი ჰაკერი, ლაზარ მარჩელ ლეხელი, მეტსახელად გუჩიფერი, რომელმაც აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტა გატეხა, ცოცხალია – ამის შესახებ ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიის შერიფმა განაცხადა.

44 წლის ლეხელი რუმინეთიდან აშშ-ში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ის ჰილარი კლინტონის ფოსტის გატეხვაში შენიშნეს.
გუჩიფერი აღიარა, რომ ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტა გატეხა.
შეგახსენებთ, რომ დღეს Christian Times Newspaper-მა გაავრცელა, რომ ჰაკერმა თავი მოიკლა.

გაზეთმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლეხალმა თავი მოიკლა მაშინ, როცა აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რეკომენდაცია მისცა, რომ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრათ.

შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონის ელექსტრონული ფოსტის ირგვლივ სკანდალი 2015 წელს აგორდა. აღნიშნული საქმე დღეს უკვე დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა შსს-ს კადრები 64 ათასით გაზარდა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა დეზერტირები მოხარშეს