აშშ-ში უამინდობას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში უამინდობის გამო მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რომელიც დიდი თოვლის გამო წარმოიშვა გზებზე – საინფორმაციო სააგენტო AFP ავრცელებს 30 დეკემბერს. გარდა ამისა, ტენესის შტატში 30 წლის ტურისტი წყალმა წაიღო, როცა ის მდინარეზე გადადიოდა. ლუიზიანაში კი 58 წლის ქალი დაიღუპა, როცა მის სახლს ელვისგან მოწყვეტილი ხე დაეცა.
უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ძლიერი თოვლის შედეგად, აშშ-ს დასავლეთ შტატებში დაახლოებით 30 სანტიმეტრის თოვლი დადო. 27 დეკემბრიდან კანზასში, აიოვაში, მინესოტში, სამხრეთ და ჩრდილოეთ დაკოტაში ავიარეისები გაუქმებულია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კიბერშეტევის გამო რამდენიმე გაზეთი დაგვიანებით დაიბეჭდა
შემდეგი სტატიაროგორი ცრურწმენები არსებობს გერმანიაში საახალწლოდ