აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ კოლუმბიის რაიონისთვის 51-ე შტატის სტატუსის მიცემის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტს ხმა 216-მა დემოკრატმა მისცა, წინააღმდეგი 208 იყო. ახალ შტატს ვაშინგტონი ერქმევა.
კანონპროექტის მისაღებად ახლა სენატის მხარდაჭერაა საჭირო, სადაც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს თანაბარი რაოდენობის ხმები აქვთ.
გასულ წელსაც წარმომადგენლობითმა პალატამ მსგავსი კანონპრიოექტი მიიღო, რომელსაც სენატმა მხარი არ დაუჭირა. კოლუმბია ერთ წარმომადგენელს მიიღებს პალატაში და ორს სენატში. რესპუბლიკელების თქმით, ეს ნაბიჯი სხვა არაფერია თუ არა დემოკრატების მხრიდან ძალაუფლების განმტკიცების მცდელობა.