აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ

სრულად ვაქცინირებულმა ამერიკელებმა იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელება ხდება, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეები უნდა გამოიყენონ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ მითითებაშია აღნიშნული.

ცენტრის მონაცემებით, აშშ-oს ოლქების 63.4% -ში ვირუსის გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია და პირბადეების ტარების პოლიტიკა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის როშელ უოლენსკის თქმით, ახალი კვლევების თანახმად, სრულად ვაქცინირებული ადამიანები, რომლებიც ინფიცირდებიან, ვირუსის ისეთივე მატარებლები არიან, როგორიც არავაქცინირებული ადამიანები, რაც მიანიშნებს, რომ მათგან ვირუსი შესაძლოა სხვა ადამიანებსაც გადაედოთ.

„დელტა“ ვარიანტის გამო აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ამჟამად ქვეყანაში ახალი შემთხვებების 80% –ზე მეტი ამ ვარიანტზე მოდის.

გამოცემა Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისათვის აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 49%.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია გახარიას ეფლირტავება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა