აშშ-ში სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში დღეს დილით მომხდარ სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ერთი არასრულწლოვანი მძიმედ არის დაჭრილი.

ქალაქის მერმა მომხდარი „მასობრივ მკვლელობად“ შეაფასა, ინდიანაპოლისის პოლიციის უფროსმა კი მას ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალაქში მომხდარი ყველაზე მასშტაბური მასობრივი სროლა უწოდა.

სამართალდამცავების ცნობით, ჯერჯერობით ეჭვმიტანილის, ან ეჭვმიტანილების, ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, სროლა ერთზე მეტ ადამიანს უნდა განეხორციელებინა. ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაპარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებაზე რეგლამენტში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს