აშშ-ში შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს აგრძელებენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერები ამჯერად სენატორ ჯინ შაჰინსა და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ამერიკელი პარტნიორები დეტალურ ინფორმაციას ფლობენ საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, შესაბამისად, ისინი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი – რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია – საქართველო ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ქვეყანას შუა საუკუნეებში აბრუნებს
შემდეგი სტატიაყველაზე მნიშვნელოვანია ბირთვული ტრიადის განვითარება, რაც გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა – პუტინი