აშშ-ში სენატმა პოტენციურ ტერორისტებს იარაღის შეძენის უფლება დაუტოვა

ამერიკელმა სენატორებმა მეოთხე მცდელობაზე უარი განაცხადეს შესწორებაზე, რომლითაც სავარაუდო ტერორისტების სიაში არსებულ ადამიანებზე იარაღის გაყიდვა უნდა აკრძალულიყო – Reuters-ი წერს.
ორი შესწორება დემოკრატების მიერ იყო ინიცირებული, ორი – რესპუბლიკელების. განხილულ ზომებში ასევე იყო – იარაღის შეძენისას წარსადგენი დოკუმენტების სიის გაზრდა და ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებზე იარაღის გაყიდვის აკრძალვა.

ამასთანავე, დემოკრატები თვლიდნენ, რომ რესპუბლიკელების მიერ შეტანლი ცვლილებები ძალიან მსუბუქია, რესპუბლიკელები კი თვლიდნენ, რომ დემოკრატების ინიციატივა საკმარისზე მკაცრი იყო.

კენჭისყრის შემდეგ დემოკრატმა კრის მერფმა თქვა: “გარკვევით უნდა ვთქვათ, რომ რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს იარაღი “ისლამურ სახელმწიფოს” მიყიდოს”.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატორები იარაღის გამყიდველების ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი მღებრიშვილი: “დავით გერლიანი იგივე სვანი დაკავებულია”
შემდეგი სტატიანიკა მელია: პროკურატურის არგუმენტები ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე უსუსურია