აშშ-ში სასურსათო მაღაზიაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

არკანზასში, ფორდისში, სასურსათო მაღაზიაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ამის შესახებ შტატის პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლიციის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია. მსროლელი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც 44 წლის ტრევის ევგენი პოზი, ასევე დაიჭრა. ის პოლიციამ დააკავა. მას, სავარაუდოდ, ბრალი სამი მკვლელობისა და დამატებითი ბრალდებებით წარედგინება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივნის და არკანზასის შტატის პოლიციის დირექტორის, მაიკ ჰაგარის
განცხადებით, ოფიცრებისა და ეჭვმიტანილის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, დანარჩენი მოქალაქეების დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშიდან, კრიტიკულამდე მერყეობს. ამ დროისთვის, საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 დრონი გაანადგურეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს