აშშ-ში საქართველოს ელჩი – როცა მაიკ პომპეოს ვიზიტის დეტალები განისაზღვრა, მაშინვე იყო ცნობილი, რომ ფილიპ რიკერი ამ პერიოდით რჩებოდა საქართველოში

როცა მაიკ პომპეოს ვიზიტის დეტალები განისაზღვრა, მაშინვე იყო ცნობილი, რომ ბატონი ფილიპ რიკერი ამ პერიოდით რჩებოდა საქართველოში, – ასე პასუხობს აშშ- ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ გახდა აუცილებელი აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თბილისში დარჩენა მას შემდეგ, რაც თავად მაიკ პომპეომ ქვეყანა დატოვა.

ბაქრაძის განმარტებით, რიკერი ფარავს მიმართულებას, რომელიც ევროპას და ევრაზიას მოიცავს.

„ასე რომ, ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში, შემდგომ როცა ვიზიტი გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ის უბრალოდ დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ამიტომ, ეს იყო განსაღზვრული, რომ ამ პერიოდით რჩებოდა,”- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისათვის, მას შემდეგ რაც მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა, მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი ოპოზიციას შეხვდა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : ჩვენი პოზიცია არ იცვლება, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა მარტვილში