აშშ-ში საქართველოს ელჩად შესაძლოა, მიხეილ ჯანელიძე დაინიშნოს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაინიშნოს.

არსებული ინფორმაციით, ჯანელიძის აშშ-ის ელჩად დანიშვნის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მას მისივე მოადგილე დავით ზალკალიანი შეცვლის.

საინტერესო ინფორმაციაა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. მე ვმუშაობ ჩემს პოზიციაზე“, -აცხადებს თავად ჯანელიძე.

ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება, რომ არჩილ გეგეშიძე ელჩის თანამდებობას ტოვებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მისი ელჩობიდან წასვლის შესახებ უკვე მიღებულია.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძის აშშ-ში ელჩობის საკითხი ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს განიხილებოდა.

 

წყარო: http://2030.news/

banner
წინა სტატიაშიირაკლი შიოლაშვილი: პრემიერ-მინისტრს შევხვდი, თუმცა შეხვედრაზე ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხი არ განხილულა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე ნატო-ს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა