აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე ინიშნება

საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ელჩი ეყოლება.

არჩილ გეგეშიძეს ამ თანამდებობაზე ახლანდელი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შეცვლის.

ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აშშ-ში ელჩი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება.

კვირიკაშვილმა არჩილ გეგეშიძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს მომავალი ელჩი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ვფიქრობთ, დავითს აქვს ყველა ის თვისება, რაც განაპირობებს მის მომავალ წარმატებას ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო არჩილ გეგეშიძეს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. მისი ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ–თან, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა მიმართულებით. მინდა მასაც ვუსურვო წარმატება მის მომავალ საქმიანობაში. დავით ბაქრაძეს აქვს როგორც ნატო-ს წვერ ქვეყნებში ელჩად მუშაობის გამოცდილება, ასევე მას აქვს დიდი გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე ხაზგასასმელია, რომ მისი პიროვნული თვისესებიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარების კუთხით,“ – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის გამგებელი თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : მინდა მივმართო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უზრუნველყონ ერთნაირი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის