აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განკარგულებით კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

ეს თანხა ცალკეული შტატებისა და ჯანდაცვის სფეროს წამორმადგენლთა დასახმარებლად დაიხარჯება. ტრამპის განკარგულება ასევე იძლება საშუალებას რომ აშშ-ში აალი საავადმყოფები აშენდეს და დაფინანსდეს სამედიცინო კვლვები, რომელიც კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქიცნას ან წამლის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

აშშ-ში ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1701-ია. დაიღუპა 40 ადამიანი.

 

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: სიცხიანი პატიმარი ციხეში ვერ შევა
შემდეგი სტატიასაქართველოს ფოსტა კროონავირუსის გამო საგანგებო რეჟიმზე გადადის